„ინტერის“ გენერალური დირექტორი - თუ ლაუტარო წავა, მას უმაღლესი დონის ფეხბურთელი შეცვლის
„ინტერის“ გენერალური დირექტორი - თუ ლაუტარო წავა, მას უმაღლესი დონის ფეხბურთელი შეცვლის

„ინტერის“ გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა ლაუტარო მარტინესის გუნდიდან წასვლის შესახებ კომეტარს აკეთებს.

„ახლა რთულია ლაუტაროს მომავლის შესახებ საუბარი. მე მას ვეუბნები, რომ აწმყოზე უნდა მოახდინოს ფოკუსირება, რომ სეზონი გაგრძელდება და გუნდს მიზნები აქვს. კლუბს არანაირი სურვილი არა აქვს, რომ მარტინესი გაყიდოს. ის ახალგაზრდაა, მნიშვნელოვანი ელემენტია კონტეს სისტემაში და დიდი მომავალი აქვს. მე არ ვიცი, რას ფიქრობენ „ბარსელონაში“. შესაძლოა, მათაც აქვთ ალტერნატიული ვარიანტები. მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ლაუტაროს წასვლის შემთხვევაში, მას უმაღლესი დონის მოთამაშე შეცვლის“, – მოჰყავს მაროტას სიტყვები იტალიურ გამოცემა „გაძეტა დელო სპორტს“.

რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონამ“ უკვე შეათანხმა მარტინესთან კონტრაქტის დეტალები.