„ინტერი“ ზომერმა და კიდევ სამმა ფეხბურთელმა დატოვეს #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონმა „ინტერმა“ რამდენიმე ფეხბურთელის წასვლის შესახებ გამოაცხადა.
ახალი სეზონიდან მილანურ კლუბში არ ითამაშებს შვეიცარიის ნაკრების ყოფილი მეკარე იან ზომერი. 37 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ზომერი „ინტერში“ 2023 წლიდან გამოდიოდა და ოთხი ტიტული მოიპოვა. 2025-26 წლების სეზონში მან 43 მატჩში 42 გოლი გაუშვა და 19 მატჩში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.
ასევე „ინტერი“ გამოეთხოვა სამ ვეტერან მცველს – 34 წლის სტეფან დე ვრეის, 38 წლის ფრანჩესკო აჩერბისა და 36 წლის მატეო დარმიანს.
სამივე ფეხბურთელს მილანურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა.
დე ვრეი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობდა, დარმიანი – 2021-დან, აჩერბი – 2023-დან.