„ინტერი“ ვერნერს მარტინესის ალტერნატივად განიხილავს
„ინტერი“ ვერნერს მარტინესის ალტერნატივად განიხილავს

„ლაიპციგის“ თავდამსხმელი ტიმო ვერნერი, შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ, – იუწყება Football Italia.

გამოცემის ინფორმაციით, „ინტერი“ 24 წლის გერმანელ ფეხბურთელს ლაუტარო მარტინესის პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ინტერის“ ხელმძღვანელობას დიდ კონკურენციაში შესვლა მოუწევს, რადგან ტიმო ვერნერით „ბარსელონა“, „ბაიერნი“ და „ლივერპული“ არიან დაინტერესებულები.

„ლაიპციგთან“ ვერნერის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად ფეხბურთელის გამოსყიდვა 60 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი.