„ინტერი“ ვერნერის მოსაპოვებლად სატრანსფერო ბრძოლაში ერთვება
„ინტერი“ ვერნერის მოსაპოვებლად სატრანსფერო ბრძოლაში ერთვება

„ინტერი“ სხვა ევროპული გრანდებისთვის კონკურენციის გაწევას შეეცდება და ტიმო ვერნერის მოსაპოვებლად ბრძოლაში ერთვება, – იუწყება  Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიელები „ლივერპულსა“ და ვერნერს შორის დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტით ისარგებლებენ და ფეხბურთელის წარმომადგენლებს საკუთარ პირობებს გააცნობენ.

„ლეიპციგის“ 24 წლის თვდამსხმელის ხელში ჩასაგდებად დაწყებულ სატრანსფერო რბოლაში არაერთი ევროპული კლუბი მონაწილეობს, მათ შორის: „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „არსენალი“ და ახლა უკვე მილანის „ინტერიც“.