„ინტერი“ „ტრებლს“ ვერ შეასრულებს - სიმონე ინძაგის გუნდი „მილანთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა და იტალიის თასს გამოეთიშა #1TVSPORT
„ინტერი“ „ტრებლს“ ვერ შეასრულებს - სიმონე ინძაგის გუნდი „მილანთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა და იტალიის თასს გამოეთიშა #1TVSPORT

იტალიის თასის განმეორებით ნახევარფინალში „მილანმა“ მასპინძლის რანგში „სან სიროზე“ 3:0 დაამარცხა თანაქალაქელი „ინტერი“ და ფინალში გავიდა. პირველი ნახევარფინალი 1:1 დასრულდა.

პირველი ორი გოლი „მილანმა“ ლუკა იოვიჩის დუბლით გაიტანა – სერბმა 36-ე და 50-ე წუთებზე გამოიჩინა თავი. 85-ე წუთზე „როსონერის“ ნიდერლანდიელმა ნახევარმცველმა, ტიჯანი რეინდერსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 (ორი მატჩის ჯამში – 4:1).

„მილანმა“ ზედიზედ მეხუთედ არ წააგო „ინტერთან“ და 2018 წლის შემდეგ პირველად გავიდა იტალიის თასის ფინალში. „როსონერის“ ეს ტურნირი 2003 წლის შემდეგ არ მოუგია.

იტალიის თასის მეორე ფინალისტი 24 აპრილს გამოვლინდება „ბოლონიისა“ და „ემპოლის“ მატჩში. პირველი ნახევარფინალი „ბოლონიას“ 3:0 აქვს მოგებული.