„ინტერი" მზად არის ერიქსენის გასაყიდად
„ინტერი" მზად არის ერიქსენის გასაყიდად

მილანის „ინტერმა“ შესაძლოა ნახევარმცველი კრისტიან ერიქსენი გაყიდოს. იტყობინებიან, რომ იტალიური კლუბი მზად არის მოისმინოს წინადადებები 60 მილიონი ევროს ფარგლებში.

დანიელი ფეხბურთელი „ინტერში“ 2020 წლის იანვარში „ტოტენჰემიდან“ 20 მილიონ ევროდ გადავიდა.
უფრო ადრე, მილანური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ მის გუნდში ერიქსენმა გარკვეული დონე უნდა შეინარჩუნოს.

28 წლის ნახევარმცველმა სერია A-ში 11 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.