„ინტერი“ მომავალ სეზონში ახალი ფორმით იასპარეზებს (ვიდეო)

„ინტერმა“ 2020/21 წლების სეზონისთვის ახალი ფორმა წარადგინა, – იუწყება მილნური გრანდის ოფიციალური ვებგვერდი.

ახალი ფორმა „ნაიკის“ დიზაინერებმა შექმნეს, რომლებმაც, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეს კლუბის ტრადიციული ფერები და სტილი.

„ინტერის“ ფეხბურთელების მაისური შავისა და ლურჯი ფერების ნაზავს წარმოადგენს.

სერია ა-ში საჩემპიონო მარათონი სულ უფრო დაძაბული და საინტერესო ხდება. „ინტერი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და გათამაშების ლიდერ „იუვენტუსს“ რვა ქულით ჩამორჩება, მეორე ადგილზე კი „ლაციო“ გახლავთ.