„ინტერი“ მილან შკრინიარს „რეალს“ 80 მილიონ ევროდ დაუთმობს
„ინტერი“ მილან შკრინიარს „რეალს“ 80 მილიონ ევროდ დაუთმობს

„რეალის“ წარმომადგენლები „ინტერის“ ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და მილან შკრინიარის სატრანსფერო ფასის დასახელება სთხოვეს,  – იუწყება Mundo Deportivo.

„ინტერი“ მილან შკრინიარს 80 მილიონ ევროდ აფასებს.

გამოცემის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ 34 წლის სერხიო რამოსის შემცვლელს ეძებს და ამ „როლზე“ მთავარ პრეტენდენტად „ინტერის“ მცველს განიხილავს.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა „ინტერის“ შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შკრინიარის ტრანსფერში „რეალის“ მთავარი კონკურენტი მისი მარადიული მეტოქე – კატალონიური „ბარსელონაა“.