„ინტერი“ მესის შესაძენად განსაკუთრებულ შეთავაზებას ამზადებს
„ინტერი“ მესის შესაძენად განსაკუთრებულ შეთავაზებას ამზადებს

„ინტერი“ ამზადებს წინადადებას „ბარსელონას“ კაპიტნის, ლიონელ მესის ტრანსფერის გამოსასყიდად.

როგორც რამდენიმე იტალიური გამოცემა წერს, ევროპის ლიგის ფინალში „სევილიასთან“ წაგების შემდეგ, მილანურმა კლუბმა გადაწყვიტა არგენტინელის შეძენა სცადოს. „ინტერი“ აპირებს „ბარსელონაში“ არსებული არასტაბილური სიტუაცია გამოიყენოს და მზად არის მესის სანაცვლოდ მსხვილი თანხა გაიღოს.

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ კატალონური კლუბის მმართველი საბჭოს რამდენიმე წევრი არგენტინელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის. მათი აზრით, მესის გაშვება გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს გუნდის გარდაქმნის საშუალებას მისცემს, აგრეთვე, განიტვირთება სახელფასო ბიუჯეტი.

ცნობილია, რომ „ინტერის“ გარდა, ლიონელ მესის გადაბირებას ეცდებიან „მანჩესტერ სიტი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.