„ინტერი“ ლუკაკუში 60 მილიონ ევროს იხდის
„ინტერი“ ლუკაკუში 60 მილიონ ევროს იხდის

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბელგიელ ფორვარდ რომელუ ლუკაკუს გადაბირება „ინტერმა“ უფრო აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბში ანტონიო კონტე დაინიშნა.

იტალიელ სპეციალისტს სურს, რომ ლუკაკუ „ნერაძურის“ მოთამაშე გახდეს. კონტეს თავდამსხმელის ხილვა საკუთარ გუნდში ჯერ კიდევ „ჩელსიში“ მუშაობის დროს სურდა.

„ინტერსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. პრესის ინფორმაციით, ბელგიელმა იტალიელებთან კონტრაქტის რამდენიმე დეტალი უკვე შეათანხმა, მაგრამ ჯერჯერობით ფეხბურთელის ფასზე ვერ მოილაპარაკეს.

„იუნაიტედს“ რამელუს სანაცვლოდ 84 მილიონი ევრო სურს, ხოლო „ინტერი“ მის გადასაყვანად ინგლისელებს 60 მილიონ ევროს სთავაზობს, – იუწყება „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia).

დატოვე კომენტარი