„ინტერი“ ლაუტარო მარტინესში „ბარსელონასგან“ 85 მილიონს და ფირპოს ითხოვს
„ინტერი“ ლაუტარო მარტინესში „ბარსელონასგან“ 85 მილიონს და ფირპოს ითხოვს

იტალიურმა ინტერნეტ-გამოცემა „კალჩომერკატომ“ (Calciomercato) დაწერა, რომ „ბარსელონა“ ჯერჯერობით ვერ მოელაპარაკა „ინტერს“ ფორვარდ ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე.

მილანური კლუბი არ თანხმდება არგენტინელის გაშვებას 111 მილიონ ევროზე ნაკლებად – სწორედ ეს გამოსასყიდი თანხაა მითითებული ფეხბურთელის მოქმედ კონტრაქტში. ამიტომაც, „ინტერი“ ითხოვს კატალონელებისგან 85 მილიონს და განაპირა მცველს ჯუნიორ ფირპოს, რომელიც 26 მილიონად არის შეფასებული.

თავის მხრივ, „ბარსელონა“ ფირპოსა და 65 მილიონს იმეტებს იტალიელებისთვის. ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერს უფრო მეტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.

კლუბებს შორის გაჭიანურებული მოლაპარაკებები ლაუტაროსა და მისი გარემოცვის უკმაყოფილებას იწვევს. ფორვარდმა უკვე მიანიშნა, რომ სურს „ბარსელონასთან“ შეერთება და მიაჩნია, რომ „ინტერი“ ბევრ ბარიერს ქმნის ტრანსფერისთვის, განსაკუთრებით მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით.