„ინტერი“ კაილ უოკერით ინტერესდება
„ინტერი“ კაილ უოკერით ინტერესდება

მილანის „ინტერი“ ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მცველ კაილ უოკერის გადაბირებით არის დაინტერესებული, იტყობინება ბრიტანული გამოცემა „სანი“. წყაროს ინფორმაციით, 30 წლის ინგლისელი ფეხბურთელი „ნერაძურის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს და მისი შეძენით პირადად მილანელთა მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ინტერესდება.

ამავე დროს, როგორც ირკვევა, მანჩესტერელთა დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა უოკერის გამოყენებას მომავალ სეზონში აქტიურად გეგმავს და ამ ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ ინგლისელებმა „ბარსელონადან“ ნელსონ სემედუს შეძენა გადაიფიქრეს.

მიმდინარე სეზონში უოკერმა 31 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე და ერთი გოლის ავტორი გახდა.