„ინტერი“ ჯეკოსა და ლუკაკუს შეუთანხმდა
„ინტერი“ ჯეკოსა და ლუკაკუს შეუთანხმდა

მილანის „ინტერმა“ ორ ფორვარდთან შეათანხმა კონტრაქტის დეტალები. ამ გუნდში გადასვლასთან ახლოს არის „რომას“ თავდამსხმელი ედინ ჯეკო. როგორც გაზეთი „კორიერე დელო სპორტი“ წერს, „ნერაძურიმ“ 33 წლის ბოსნიელთან სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში ოთხი მილიონი ევრო იქნება.

„რომა“ მზად არის, ჯეკო 20 მილიონ ევროდ გაყიდოს, მაგრამ „ინტერი“ ფასის დაკლებას იმედოვნებს. ბოსნიელის შეძენა ასევე „ვესტ ჰემს“, „ფენერბაჰჩესა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ სურთ.

ასევე შეათანხმა „ინტერთან“ კონტრაქტი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ.

ბელგიელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება და წელიწადში ხელფასი 7.5 მილიონ ევროს გაუტოლდება.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ლუკაკუს სურს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება მთავარ მწვრთნელ ოლე-გუნარ სოლსკიაერთან უთანხმოების გამო.