„ინტერი“ ჯანლუიჯი დონარუმათი ინტერესდება #1TVSPORT
„ინტერი“ ჯანლუიჯი დონარუმათი ინტერესდება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს.

Sky Sport-ის ინფორმაციით, იტალიელის მიმართ ინტერესს იჩენს მილანის „ინტერი“.

იტალიის ჩემპიონი დონარუმას შეძენას ზაფხულში შეეცდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეკარე გადაწყვეტს არ გააგრძელოს კონტრაქტი პარიზულ გუნდთან და სხვაგან გადავიდეს სათამაშოდ.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა პროფესიულ კარიერას „მილანში“ იწყებდა – ამ გუნდში ის 2015-21 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც უფასოდ გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“.

დონარუმას ფრანგულ კლუბში 132 მატჩი დაუგროვდა, აქედან 45-ში მან გოლი არ გაუშვა. მისი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.