„ინტერი“ იტალიის თასის გამარჯვებულია – კივუს გუნდმა სეზონი დუბლით დაასრულა #1TVSPORT

09:20, 14.05.2026

მილანის „ინტერმა“ 2025/2026 წლების სეზონში იტალიური დუბლი შეასრულა. კრისტიან კივუს გაწვრთნილმა გუნდმა, იტალიის ჩემპიონატის შემდეგ, იტალიის თასი მოიგო.

თასის ფინალში „ინტერმა“ რომის „ლაციო“ 2:0 დაამარცხა. დედაქალაქელთა კარში გოლები ადამ მარუშიჩმა და ლაუტარო მარტინესმა გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ „ინტერმა“ ლაციოს“ რამდენიმე დღის წინ იტალიის ჩემპიონატშიც დამაჯერებლად სძლია – 3:0.

იტალიის თასს მილანური კლუბი ისტორიაში მეათედ დაეუფლა.

მსგავსი