მილანის „ინტერმა“ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 35-ე ტურში საკუთარ მოედანზე „პარმა“ 2:0 დაამარცხა და ტურნირის დასრულებამდე სამი ტურით ადრე კონკურენტთათვის მიუწვდომელია – გუნდი იტალიის ჩემპიონი ისტორიაში 21-ედ გახდა.
ამ მომენტისთვის „ინტერის“ ანგარიშზე 82 ქულაა, ხოლო უახლოეს მდევარს, სერია A-ს 2024/2025 წლის გამარჯვებულს, „ნაპოლის“ 70 ქულა აქვს.
„პარმასთან“ შეხვედრაში მასპინძელთა შემადგენლობიდან გოლები მარკუს ტურამმა და ჰენრიკ მხითარიანმა გაიტანეს.
„ინტერი“ მიმდინარე სეზონში დუბლისთვის ბრძოლას აგრძელებს – გუნდი 13 მაისს იტალიის თასის ფინალში რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდება.