„ინტერი“ ინძაგისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT
„ინტერი“ ინძაგისთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს #1TVSPORT

„ინტერის“ ხელმძღვანელები კმაყოფილები არიან სიმონე ინძაგის მწვრთნელობით და მასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებენ, – იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

სკირას ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტთან „ინტერის“ მენეჯერები ხელშეკრულებას 2024 წლის ზაფხულამდე გააგრძელებენ, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ამასთანავე, გათვალისწინებულია მწვრთნელისთვის ანაზღურების გაზრდაც – სიმონე ინძაგი მომავალი სეზონიდან 4,2 მილიონი ევროს ნაცვლად 5,3 მილიონს მიიღებს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში „ინტერი“ სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებს და გათამაშების ლიდერს, თანაქლაქელ „მილანს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.