„ინტერი“ ერიქსენის გაცვლას განიხილავს - დანიელი ფეხბურთელი, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
„ინტერი“ ერიქსენის გაცვლას განიხილავს - დანიელი ფეხბურთელი, შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს

ტუტოსპორტის“ ცნობით, მილანის „ინტერი“ კრისტიან ერიქსენის ლუკას მორეირაში გაცვლას განიხილავს.

წყაროს მიხედვით, ანტონიო კონტე ბროზოვიჩის სათადარიგო ვარიანტს ეძებს და ლუკას ტორეირას ვარიანტს განიხილავს. ურუგვაელი ფეხბურთელი „არსენალის“ საკუთრებაა და მადრიდის „ატლეტიკოში“ ზაფხულში იჯარის წესით გადავიდა.

კონტემ ერიქსენი „ფიორენტინას“ წინააღმდეგ ათამაშა, მაგრამ შემდგომ მნიშვნელოვანი მატჩი ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ არ ათამაშა. დანიელ ფეხბურთელს „ინტერში“ დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და იტალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის, შესაბამისად კლუბი მის გაყიდვას გეგმავს.

ერიქსენმა ამ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 14 მატჩში ითამაშა. ლუკას ტორეირამ კი „ატლეტიკოს“ მაისურით 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამ ეტაპზე „არსენალსა“ და „ინტერს“ შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ, შესაძლოა ერიქსენი პრემიერლიგაში დაბრუნდეს. დანიელს ასევე პსჟ-საც უკავშირებენ, რომლის მთავარი მწვრთნელიც მისი ყოფილი დამრიგებელი მაურისიო პოჩეტინოა.