„ინტერი“ „ეინდჰოვენს“ დენზელ დუმფრიზის ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT
„ინტერი“ „ეინდჰოვენს“ დენზელ დუმფრიზის ტრანსფერზე მოელაპარაკა #1TVSPORT

მილანის „ინტერი“„ეინდჰოვენს“ ნიდერლანდების ნაკრების მცველის დენზელ დუმფრიზის შეძენის თაობაზე მოელაპარაკა. ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, მხარეებმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს, აგრეთვე მოგვარებულია 25 წლის ფეხბურთელის პირადი კონტრაქტის დეტალები. უახლოეს პერიოდში დუმფრიზი სამედიცინო შემოწმებას გაივლის მილანური კლუბისთვის. ნიდერლანდელზე ასევე პრეტენზიას აცხადებდა „ევერტონი“.

უფრო ადრე იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ დუმფრიზის სანაცვლოდ იტალიის ჩემპიონი 20 მილიონ ევროს გადაიხდის.