„ინტერი“ ჟირუს გადაბირებას გეგმავს
„ინტერი“ ჟირუს გადაბირებას გეგმავს

მილანის „ინტერი“ „ჩელსის“ ფორვარდ ოლივიე ჟირუთია დაინტერესებული. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, მილანურ კლუბს ფეხბურთელის შეძენა ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრისას“ სურს. როგორც წყარო ამტკიცებს, გარიგების თანხამ შესაძლოა შვიდი მილიონი ევრო შეადგინოს.

33 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი ლონდონელებთან 2020 წლის ივნისში იწურება.

2017-2018 წლების სეზონის მეორე ნაწილში, ფრანგი „ჩელსიში“ „ინტერის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით თამაშობდა.

ამ სეზონზე ჟირუმ „ჩელსიში“ ექვსი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.