„ინტერი“ დი მარიათია დაინტერესებული
„ინტერი“ დი მარიათია დაინტერესებული

„პარი სენ-ჟერმენის“ არგენტინელმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ, შესაძლოა, კარიერა სერია A-ში გააგრძელოს.

რამდენიმე იტალიური წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელით სერიოზულად არის დაინტერესებული „ინტერი“. მილანური კლუბი ზაფხულში გეგმავს დი მარიას გაფორმებას იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი უარს იტყვის პარიზულ კლუბთან ხელშეკრულების გაგრძელებაზე და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.

დი მარია „პარი სენ-ჟერმენში“ 2015 წლიდან თამაშობს. მისი ხელშეკრულება ფრანგულ კლუბთან 2021 წლის ივნისამდეა ძალაში.

ამ სეზონში ლიგა 1-ში დი მარიამ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორ-ორი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.