„ინტერი“ და „ბრეშა“ ტონალის ტრანსფერზე შეთანხმდნენ
„ინტერი“ და „ბრეშა“ ტონალის ტრანსფერზე შეთანხმდნენ

„ინტერის“ ხელმძღვანელობამ სანდრო ტონალის ტრანსფერთან დაკავშირებით, „ბრეშას“ მოთხოვნები დააკმაყოფილა, – იუწყება Sportitalia.

მოლაპარაკების თანახმად, მილანური გრანდი ტონალის 2020/21 წლების სეზონში იჯარის წესით წიყვანს და შემდეგ 30 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

იტალიის ნაკრების 20 ნახევარმცველის კონტრაქტში, რა თქმა უნდა, ბონუსებიც არის გათვალისწინებული.

Sportitalia-ს ინფორმაციით, თავად ფეხბურთელთან და „ბრეშასთან“ „ინტერმა“ მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებას ხელს ვერაფერი შეუშლის.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ტონალის ტრანსფერისთვის ბრძოლაში „ინტერის“ მთავარი კონკურენტი თანაქალაქელი „მილანი“ იყო, თუმცა ამ უკანასკნელის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.