„ინტერი“ „ბრეშას“ ტონალის შეძენაზე მოელაპარაკა
„ინტერი“ „ბრეშას“ ტონალის შეძენაზე მოელაპარაკა

„ბრეშას“ ნახევარმცველი სანდრო ტონალი „ინტერის“ ფეხბურთელი გახდება.

იტალიური პრესის ცნობით, მილანურმა კლუბმა მოილაპარაკა 20 წლის ფეხბურთელის იჯარაზე, მისი 2021 წელს აუცილებელი გამოსყიდვის პირობით. ტრანსფერის თანხა 35 მილიონი ევრო იქნება.

იტალიელი ფეხბურთელი „ინტერში“ სეზონის განმავლობაში 2.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. მისი შეთანხმება მილანელებთან 2024 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

მიმდინარე სეზონში ტონალიმ „ბრეშას“ რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.