„ინტერი“ „ბარსელონას“ მარტინესის გრიზმანში გაცვლას სთავაზობს
„ინტერი“ „ბარსელონას“ მარტინესის გრიზმანში გაცვლას სთავაზობს

„ინტერმა“ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას ლაუტარო მარტინესის ანტუან გრიზმანში გაცვლა შესთავაზა, – იუწყება Gazzetta dello Sport.

გრიზმანი „ბარსელონამ“ 120 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო „ინტერი“ ლაუტარო მარტინესის გასხვისებას 111 მილიონ ევროდ გეგმავს. მილანელებს მიაჩნიათ, რომ ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება ასეთი გარიგების ლოგიკური საფუძველია.

გამოცემის ინფორმაციით, თუ ამ გარიგების მთავარი პრობლემა გრიზმანის ხელფასი იქნება, რომელიც სეზონზე 17 მილიონ ევროს შეადგენს.