„ინტერ მაიამიში“ მესისთან კონტრაქტის გაგრძელება სურთ #1TVSPORT
„ინტერ მაიამიში“ მესისთან კონტრაქტის გაგრძელება სურთ #1TVSPORT

ლიონელ მესის კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ 2025 წლის ბოლოს იწურება, მაგრამ MLS-ის კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ამით არგენტინელი ლეგენდის ისტორია ფლორიდულ კლუბში არ სრულდება.

„ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, ხორხე მასმა განაცხადა, რომ სურს, მესი 2026 წელს კლუბის ახალ სტადიონზე იხილოს.

„მაქვს მოლოდინი, რომ ვიხილავ მესის 2026 წელს ჩვენს ახალ სტადიონზე“, – განაცხადა მასმა.

ამ სეზონში „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის რეგულარული სეზონი მოიგო, მაგრამ სენსაციურად დამარცხდა პლეი ოფის პირველ რაუნდში „ატლანტა იუნაიტედთან“.

„ინტერ მაიამის“ რიგებში ჩატარებულ 39 მატჩში მესიმ 34 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.