„ინტერ მაიამის“ თანამფლობელი - გვინდა, მესიმ კარიერა აქ დაასრულოს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი #1TVSPORT
MLS-ის კლუბ „ინტერ მაიამიში“ იმედოვნებენ, რომ ლიონელ მესი ფლორიდულ კლუბში დაასრულებს კარიერას. არგენტინელის კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდეა ძალაში.
„ადრე ვამბობდი, რომ ჩემი ოცნებაა, მე-10 ნომრის მქონე ფეხბურთელმა გახსნას ჩვენი ახალი სტადიონი 2026 წლის მარტში. ეს გადაწყვეტილება მესიზეა დამოკიდებული. ჩვენ გვინდა, რომ მან კარიერა აქ დაასრულოს.
რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ ამასთან დაკავშირებით ახალი ამბები ზაფხულში გაჩნდება. იმედია, ეს მალე მოხდება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ლეო სახლში ეგრძნო თავი.
ყოველთვის ვამბობდი, რომ ის ნამდვილი მებრძოლია, მას ყოველთვის მოგება უნდა. იმედია, უახლოეს წლებში ჩვენ ერთად ბევრი ტიტული მოგებას შევძლებთ „ინტერ მაიამისთვის“. ველოდებით მომენტს, რათა გულშემატკივრებს კარგი ამბები შევატყობინოთ ლიონელ მესიზე“, – განაცხადა „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, ხორხე მასმა.