„ინტერ მაიამის“ მოდრიჩის გადაბირება სურს
„ინტერ მაიამის“ მოდრიჩის გადაბირება სურს

 „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. ხორვატის ხილვა საკუთარ კლუბში „ინტერ მაიამის“ მფლობელს, დევიდ ბექჰემს სურს.

ფლორიდული გუნდი მზადაა, ნახევარმცველს მადრიდული ანაზღაურების ორმაგი რაოდენობის თანხა შესთავაზოს. ასეთივე შეთავაზება აქვს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარს ედისონ კავანის, რომლის ხილვა ბექჰემს საკუთარი კლუბის რიგებში ძალიან უნდა.

ამ ტრანსფერის ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ „ ემ ელ ეს“-ის სეზონი მარტში იწყება, ხოლო ურუგვაელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.