„ინტერ მაიამიმ“ სრულად შეათანხმა კაზემიროს ტრანსფერი #1TVSPORT
„ინტერ მაიამიმ“ სრულად შეათანხმა კაზემიროს ტრანსფერი #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველი კაზემირო „ინტერ მაიამის“ ფეხბურთელი გახდება, რომლის რიგებში თამაშობენ ლიონელ მესი და ლუის სუარესი.

იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ამერიკულმა კლუბმა სრულად შეათანხმა გარიგება 34 წლის ფეხბურთელთან, რომელიც ამ ზაფხულს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.

„ყველა მხარის მიერ მიღწეულია ზეპირი შეთანხმება, ყველა ფორმალობა მოგვარებულია. ახლა რჩება მხოლოდ კონტრაქტის გაფორმება“, – აღნიშნა რომანომ.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ინტერ მაიამიმ“ მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს „ლოს ანჯელეს გელაქსის“, რომელიც ფლობს ბრაზილიელ ფეხბურთელზე პრიორიტეტულ უფლებებს.