„ინტერ მაიამიმ“ მესის გარეშე 12-დან შვიდი მატჩი წააგო #1TVSPORT
„ინტერ მაიამიმ“ მესის გარეშე 12-დან შვიდი მატჩი წააგო #1TVSPORT

MLS-ის კლუბმა „ინტერ მაიამიმ“ 12-დან შვიდი მატჩი წააგო, რომელშიც არ თამაშობდა 36 წლის ფორვარდი ლიონელ მესი. ასევე, ფლორიდულმა კლუბმა ორჯერ მოიგო და სამჯერ ითამაშა ფრედ.

თავის მხრივ, იმ 19 მატჩში, რომელშიც არგენტინელი ფეხბურთელი მოედანზე იყო, „ინტერ მაიამიმ“ 11-ჯერ მოიგო, ექვსჯერ ფრედ ითამაშა და ორჯერ დამარცხდა.

ამ მომენტისთვის მესი ტრავმირებულია, რის გამოც გამოტოვა „ინტერ მაიამის“ ბოლო ხუთი მატჩი.

ლიონელ მესის კონტრაქტი „ინტერ მაიამისთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.