„ინტერ მაიამიმ“ კოპა ლიბერტადორესზე თამაშის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT
„ინტერ მაიამიმ“ კოპა ლიბერტადორესზე თამაშის სურვილი გამოთქვა #1TVSPORT

MLS-ის ჩემპიონის, „ინტერ მაიამის“ მფლობელმა, ხორხე მასმა განაცხადა, რომ მისი კლუბი ლიბერტადორესის თასზე თამაშს აპირებს. ეს არის ტურნირი, რომელშიც სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბები გამოდიან.

„მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციასთან (CONMEBOL) და ამ ორგანიზაციის პრეზიდენტთან, ალეხანდრო დომინგესთან ლიბერტადორესის თასზე მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ. პრეცედენტი არსებობს – მექსიკურ კლუბებს უთამაშიათ ტურნირზე. ჩვენ ვისურვებდით კოპა ლიბერტადორესზე გამოსვლას – ამას საჯაროდ ვაცხადებ. ვფიქრობ, MLS-ის ჩემპიონები იმსახურებენ იქ ადგილს. ეს კარგი საშუალება იქნება, განვავითაროთ ფეხბურთი მთელი ამერიკის მასშტაბით ჩრდილოამერიკული და მექსიკური კლუბების მონაწილეობით. უფრო მეტი კონკურენცია იქნება“, – მოჰყავს მასის სიტყვები გამოცემა TyC Sports-ს.