„ინტერ მაიამიმ“ კაზემიროსთან მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT
„ინტერ მაიამიმ“ კაზემიროსთან მოლაპარაკებები დაიწყო #1TVSPORT

ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ მუშაობა დაიწყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, კაზემიროს გაფორმებაზე, რომელიც 30 ივნისიდან თავისუფალი აგენტი გახდება.

MLS-ის მოქმედი ჩემპიონი მოლაპარაკებებს აწარმოებს ბრაზილიის ნაკრების 34 წლის ფეხბურთელის გარემოცვასთან და უკვე პირველი წინადადებითაც მიმართა ნახევარმცველს, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

კაზემირო არ არის წინააღმდეგი, კარიერა „ინტერ მაიამიში“ გააგრძელოს, რადგან ამერიკულ კლუბს ამბიციურ პროექტად აღიქვამს. ასევე, ბრაზილიელს შეთავაზებები აქვს ევროპული და საუდის არაბეთის კლუბებისგან.

მიმდინარე სეზონში კაზემირომ პრემიერლიგის 29 მატჩში რვა გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.