„ინტერ მაიამი“ სუარესის უფასოდ აყვანას იმედოვნებს
„ინტერ მაიამი“ სუარესის უფასოდ აყვანას იმედოვნებს

„ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი 2021 წლის ზაფხულში, შესაძლოა, „მეიჯორ სოკერ ლიგის“ კლუბ „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს, რომლის თანამფლობელი ინგლისელი დევიდ ბექჰემია.

როგორც ესპანური პრესა წერს, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა, ჯერჯერობით, არ ახანგრძლივებს კონტრაქტს 33 წლის ურუგვაელთან, ამჟამინდელი ხელშეკრულება კი 2021 წლის ზაფხულში იწურება.

სუარესი იმედოვნებს კონტრაქტის ავტომატურ გახანგრძლივებას, რაც შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ სეზონში მატჩების 60 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას. „ინტერ მაიამი“ ფეხბურთელის უფასოდ აყვანას გეგმავს, როცა ის თავისუფალი აგენტი გახდება.

„ინტერ მაიამიმ“ უკვე დაასრულა თავისი პირველი სეზონი MLS-ში. ხუთ შეხვედრაში მან ხუთივე წააგო ბურთების შეფარდებით – 3:8.