ფეხბურთი | „ინტერ მაიამი“ სუარესის შეცვლას ლევანდოვსკით აპირებს #1TVSPORT
ფეხბურთი | „ინტერ მაიამი“ სუარესის შეცვლას ლევანდოვსკით აპირებს #1TVSPORT

„ბარსელონას“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, შესაძლოა, „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესის თანაგუნდელი გახდეს.

პოლონეთის ნაკრებში ლევანდოვსკის ყოფილი პარტნიორი და ამჟამად ჟურნალისტი მარეკ იუზვიაკი იტყობინება, რომ „ინტერ მაიამი“ სერიოზულად არის დაინტერესებული 37 წლის ფორვარდის შეძენით. პოლონელმა ფლორიდულ კლუბში უნდა შეცვალოს ლუის სუარესი, რომლის კონტრაქტი 2025 წლის ბოლო იწურება.

იუზვიაკის ინფორმაციით, „ინტერ მაიამის“ ხელმძღვანელობა უკვე ეძებს ლევანდოვსკისთვის საცხოვრებელ სახლს მაიამიში.

პოლონელი ფორვარდის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.