„ინტერ მაიამი“ და მესი ახლოს არიან კონტრაქტის გაგრძელებასთან #1TVSPORT
ATLANTA, GEORGIA - NOVEMBER 02: Lionel Messi #10 of Inter Miami reacts after a missed shot attempt against Atlanta United during the second half of the 2024 MLS Cup Playoffs at Mercedes-Benz Stadium on November 02, 2024 in Atlanta, Georgia. (Photo by Kevin C. Cox/Getty Images)
„ინტერ მაიამიმ“ და ლიონელ მესიმ თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას კონტრაქტის გაგრძელებაზე.
როგორც გამოცემა The Athletic-ი ამტკიცებს, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ხელშეკრულების გაგრძელება უახლოეს დღეებში მოხდება.
37 წლის არგენტინელი ფორვარდის ახალი კონტრაქტი 2026 წლის დეკემბრამდე იმოქმედებს. ამჟამინდელი ხელშეკრულება 2025 წლის ბოლოს იწურება.
ამერიკული კლუბის რიგებში მესიმ 46 მატჩი ჩაატარა, 42 გოლი გაიტანა და 23 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.