ინტელექტ-კლუბის ფინალი საქართველოს ნაკრებში - „ბროლის ბუს“ მფლობელი ლორიას გუნდია #1TVSPORT
ინტელექტ-კლუბის ფინალი საქართველოს ნაკრებში - „ბროლის ბუს“ მფლობელი ლორიას გუნდია #1TVSPORT

გიბრალტარში მოგებული მატჩის შემდეგ, კლუბებში გამგზავრებამდე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებმა „რა, სად, როდის“ ითამაშეს. „ბროლის ბუს“ მფლობელი გიორგი ლორიას გუნდი გახდა – ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი აქვეყნებს.

ინტელექტ კლუბმა „რა, სად, როდის“ სეზონის გადამწყვეტი თამაში ჩაატარა. გიორგი მოსიძის შეკითხვებს ამჯერად საუკეთესოდ გიორგი ლორიას ექვსეულმა გაართვა თავი და ერთა ლიგის ჯგუფთან ერთად, ჩვენი ინტელექტ-კლუბის შემოდგომის სეზონიც მოიგო“, – წერია ნაკრების გვერდზე გავრცელებულ ცნობაში.

გიორგი ლორიას ექვსეულში თამაშობდნენ ნაკრების გამოცდილი მოთამაშეები – გურამ კაშია, ბუდუ ზივზივაძე, ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კაკაბაძე და ნაკრების ექიმი დათო ხარაბაძე.

მათი მოწინააღმდეგე იყო ექვსეული, რომელშიც ახალგაზრდებთან (ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი) ერთად, „ჯვაროსნების“ გამოცდილმა წევრებმა (საბა ლობჟანიძე, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია) ითამაშეს.