Instat-მა წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
Instat-მა წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

საფეხბურთო სტატისტიკის ავტორიტეტულმა პორტალმა InStat-მა, გამოაქვეყნა მონაცემები წლის საუკეთესო ფეხბურთელების შესახებ და მათი მეშვეობით, წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

Instat-მა თითოეულ ფეხბურთელს 2018 წელს გამოსვლისთვის საბოლოო ქულა მიანიჭა. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ბრაზილიელ ნეიმარს აღმოაჩნდა (423), მეორე იყო არგენტინელი ლიონელ მესი (420). მხოლოდ ამ ორმა ფეხბურთელმა შეძლო 400 ქულაზე მეტის აღება.

2018 წლის სიმბოლური ნაკრების InStat-ის ვერსია:

მეკარე – უგო ლორისი (საფრანგეთი, ტოტენჰემი, 307);
მცველები – ემერიკ ლაპორტი (საფრანგეთი, მანჩესტერ სიტი, 322), ვირჯილ ვან დეიკი (ჰოლანდია, ლივერპული, 325), მატს ჰუმელსი (გერმანია, ბაიერნი, 338);
ნახევარმცველები – პოლ პოგბა (საფრანგეთი, მანჩესტერ იუნაიტედი, 329), ჟოაო კანსელო (პორტუგალია, იუვენტუსი, 327), ნეიმარი (ბრაზილია, პარი სენ-ჟერმენი, 423), ედენ აზარი (ბელგია, ჩელსი, 344), ანხელ დი მარია (არგენტინა, პარი სენ-ჟერმენი, 335);
ფორვარდები – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, იუვენტუსი, 360), ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა, 420).