InStat- ის სტატისტიკამ ქართველი გამოარჩია - ლობჯანიძე ყაზახეთში საუკეთესოა
InStat- ის სტატისტიკამ ქართველი გამოარჩია - ლობჯანიძე ყაზახეთში საუკეთესოა
გუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის პრემიერლიგაში საუკეთესო მებრძოლია – ინფორმაციას ყაზახეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
 
ორგანიზაციამ შედეგები საერთაშორისო ანალიტიკური კომპანია InStat- ის სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე გამოაქვეყნა. ლაპარაკია თამაშის დროს წარმატებული ორთაბრძოლების რაოდენობაზე. საქართველოს ნაკრებისა და „ტარაზის“ თავდამსხმელმა 751 ორთაბრძოლიდან 328 მოიგო.
2019 წელს ყაზახური პრემიერ ლიგის ტოპ 5 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში ქართველი თავდამსხმელი კონკურენტს, „ოკჟეტპესის” მოთამაშე დანილო ალმეიდას (310 წარმატებული ორთაბრძოლა) საკმაოდ დიდი უპირატესობით ასწრებს.
დატოვე კომენტარი