„ინსტატ ინდექსმა“ ლორია კვიპროსის ჩემპიონატში საუკეთესოდ აღიარა
„ინსტატ ინდექსმა“ ლორია კვიპროსის ჩემპიონატში საუკეთესოდ აღიარა

საერთაშორისო სტატისტიკისა და ანალიზის საფეხბურთო გვერდმა, „ინსტატ-ინდექსმა“ კვიპროსის ჩემპიონატის მეკარეთა მონაცემები დაამუშავა და საუკეთესოდ გიორგი ლორია დაასახელა – ინფორმაციას გამოცემა shootandgoal ავრცელებს.

ინსტატ-ინდექსი“ მოთამაშეებზე მონაცემებს სხვადასხვა პარამეტრებით ითვლის, რომლიდანაც საშუალო არითმეტიკულს გამოიანგარიშებს. ამ მონაცემებით, საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ 250 ქულა დააგროვა და ყველა კონკურენტებს გაასწრო.

„გარდა ტექნიკური ხელმძღვანელობის და, განსაკუთრებით, „ანორთოსისის“ მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას კარგი მუშაობისა, გუნდის წარმატებაში დიდი როლი მიუძღვით ფეხბურთელებს. საკვანძო როლს კი ხშირად მეკარე თამაშობს. „ანორთოსისის“ შემთხვევაში, ეს პრაქტიკამ დაამტკიცა – კვიპროსის ჩემპიონატში გიორგი ლორიამ დროის უმეტესი ნაწილი (სულ 11 მატჩი) უგოლოდ შეინახა – უფრო მეტჯერ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა მეკარემ. ლორია პირველია – ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარემ ამ სეზონში კარი უგოლოდ 11-ჯერ შეინახა, რა თქმა უნდა, ქართველი მეკარე „ინსტატის“ სტატისტიკით ჩემპიონატის საუკეთესო „კიპერების“ სათავეშია. მე-2 და მე-3 ადგილებზე კი ტონიო (აეკ-ის მეკარე) და ბელეცი (აპოელი) არიან“, – წერს გამოცემა shootandgoal.