ინსტატ-ინდექსმა კანკავა გამოარჩია
ინსტატ-ინდექსმა კანკავა გამოარჩია

ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში ჯაბა კანკავა შეიყვანეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანი 26-ე ტურში გამოარჩიეს, სადაც მისმა გუნდმა, კოსტანაის „ტობოლმა“ საკუთარ მოედანზე „ოკჟეტპესი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

„ტობოლის“ ქართველი ლეგიონერი საფეხბურთო კომპანია „ინსტატ-ინდექსის“ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით გამოარჩიეს.

„კოსტანაელთა საყრდენი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა, როგორც ჩანს, ყველგან ასწრებდა – ის დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევებსაც ავითარებდა“, – წერს ყაზახური გამოცემა „სპორტსი“.