ინსინიე შეიძლება „ლაციოში" გადავიდეს #1TVSPORT
ინსინიე შეიძლება „ლაციოში" გადავიდეს #1TVSPORT

MLS-ის კლუბის, „ტორონტოს“ ფორვარდს, ლორენცო ინსინიეს კონტაქტი ჰქონდა რომის „ლაციოს“ მთავარ მწვრთნელთან, მაურიციო სარისთან, – წერს იტალიური პრესა.

32 წლის ფეხბურთელს სურს დატოვოს კანადური კლუბი და სერია A-ში დაბრუნდეს. ფორვარდი სარის ხელმძღვანელობით 2015-18 წლებში „ნაპოლიში“ თამაშობდა. მწვრთნელი შესანიშნავად იცნობს ინსინიეს შესაძლებლობებს.

ლორენცო ინსინიე „ნაპოლიდან“ „ტორონტოში“ 2022 წელს გადავიდა. მისი კონტრაქტი კანადურ კლუბთან 2026 წლის ბოლომდეა ძალაში.