ნინო ხუციბერიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა
ნინო ხუციბერიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა

არგენტინაში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, ნინო ხუციბერიძემ ტყვიის სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„ტექნოლოგიის პარკში“ მიმდინარე შეჯიბრზე 10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში საქართველოს ნაკრების წევრმა 214.6 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ხუციბერიძე ფინალში მეოთხე შედეგით შევიდა. პირველი ინდოელი მანუ ბჰაკერი იყო, მეორე რუსი იანა ენინა, მესამე – ჩინელი კაიმან ლუა. ბჰაკერმა და ენინამ პოზიციები ბოლომდე შეინარჩუნეს, ქართველმა ტყვიის მსროლელმა კი ჩინელ მეტოქეს გადაუსწრო.

ნინო ხუციბერიძე ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ამავე ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და სერბეთის „დიდი პრიზის“ გამარჯვებულია.