ინჯგიას სადებიუტო გოლი - „აპოლონმა“ თასზე „ოლიმპიადას“ ბარიერი გადალახა #1TVSPORT
ინჯგიას სადებიუტო გოლი - „აპოლონმა“ თასზე „ოლიმპიადას“ ბარიერი გადალახა #1TVSPORT

რეზი ინჯგიამ კვიპროსში გადასვლის შემდეგ სადებიუტო გოლი გაიტანა. ეს კვიპროსის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე მოხდა, სადაც მისი გუნდი ლიმასოლის „აპოლონი“ საშინაო არენაზე „ოლიმპიადას“ დაუპირისპირდა და განსაკუთრებული სირთულის გარეშე დაამარცხა.

რადგან მეტოქე პირველი ლიგიდან იყო, ლიმასოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ცორინგერმა ჩემპიონატზე ნათამაშები შემადგენლობიდან 9 ფეხბურთელი დაასვენა და დრო იმ მოთამაშეებს მისცა, რომლებსაც წინა თამაშებში ცოტა სათამაშო დრო ჰქონდათ.

შანსები ქართველებსაც მიეცათ. გიორგი პაპუნაშვილი და რეზი ინჯგია „აპოლონის“ ძირითად შემადგენლობაში იყვნენ – პაპუნაშვილმა სრულად ითამაშა, ინჯგიამ კი – 73-ე წუთამდე. ახალ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ორივემ პირველად ითამაშა.

მე-13 წუთზე სტორას გოლით „აპოლონი“ დაწინაურდა, მაგრამ სოფოკლემ 29-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევრის დაწყებისთანავე ლიმასოლელები ალესამიმ (48 წთ) დააწინაურა, ხოლო ინჯგიამ „ოლიმპიადას“ 61-ე წუთზე გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „აპოლონმა“ 3:1 მოიგო და კვიპროსის თასის 1/16-ფინალში გავიდა.