ინჯგია „თელავში“ ითამაშებს
ინჯგია „თელავში“ ითამაშებს

რევაზ ინჯგია „თელავის“ მორიგი ახალწვეულია, – საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელმა საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს.

20 წლის თავდამსხმელი „ლოკომოტივის“ აღზრდილია. მაგრამ გუნდი 2020 წელს ესპანეთში გადასვლის იმედად დატოვა – თუმცა, დასავლეთ იბერიის ნაცვლად, ბალკანეთში აღმოჩნდა და სექტემბერში სერბეთის მეორე ლიგის გუნდში, სრემსკა-მიტროვიცასრადნიჩკში“ გადავიდა.

თუმცა, რეზოს სერბულ გუნდში არ უთამაშია და გუნდი დატოვა, წლის ბოლომდე კი „სამტრედიაში“ ვარჯიშობდა. მას 2021 წელს „საბურთალოში“ უნდა ეთამაშა. მაგრამ მიზეზთა გამო გუნდში ვერ ჩაერიცხა.