ინიესტა ჩინურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
ინიესტა ჩინურ კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კლუბის დატოვება და ჩინურ “ტიანძინ კუანჟიანში” გადასვლა გადაწყვიტა, – იტყობინება Catalunya Radio.

როგორც ირკვევა, ინიესტამ უკვე მისცა ჩინელებს წინასწარი თანხმობა ტრანსფერზე და პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა – 33 წლის ესპანელი სამწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ჯამში 37 მილიონ ევროს მიიღებს.

ჩინეთის ჩემპიონატის ხუთი ტურის შემდეგ, “ტიანძინი” მეათე ადგილზეა გათამაშების ცხრილში. აღსანიშნავია, რომ ამ კლუბში თამაშობენ ბელგიელი აქსელ ვიტსელი და ალეშანდრე პატო.
მიმდინარე სეზონში ინიესტამ 37 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და სამი შედეგიანი პასი შეასრულა.