ინიესტა ესპანეთის ნაკრებს დაემშვიდობა
ინიესტა ესპანეთის ნაკრებს დაემშვიდობა

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ განაცხადა, რომ მერვედფინალური მატჩი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ბოლო იყო მისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით.
„დღეს ჩემი ბოლო მატჩი იყო ესპანეთის ნაკრებში. დასრულდა შესანიშნავი მონაკვეთი და ხანდახან, ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც შენ გინდა”, – განაცხადა ინიესტამ.

ინიესტა ეროვნულ გუნდში 2006 წლიდან თამაშობს. ის მსოფლიოს ჩემპიონი და ორჯერ ევროპის, ჩემპიონი იყო.

მერვედფინალურ მატჩში დღეს ესპანეთი რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!