ინიესტა - ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელობისთვის მზად არის #1TVSPORT
ინიესტა - ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელობისთვის მზად არის #1TVSPORT

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ  გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელი ჩავი მზად არის შეცვალოს რონალდ კუმანი კატალონური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

„თუ მკითხავთ, წარმომიდგენია თუ არა ჩავი „ბარსელონას“ სამწვრთნელო სავარძელში, გიპასუხებთ, რომ დიახ. განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ ის ემზადებიდა იმისთვის, რომ „ბარსელონა“ გაწვრთნას. ის საკმაოდ დარწმუნებულია იმაში, რომ შეძლებს ამ გამოწვევის მიღებას“, – განუცხადა ინიესტამ გამოცემა Sport-ს.

ესპანურ პრესაში იწერება იმის შესახებ, რომ „ბარსელონა“ უკვე ეძებს კუმანის შემცვლელს. ერთ-ერთ ძირითად კანდიდატად დასახელდა „იუვენტუსის“ ყოფილი დამრიგებელი ანდრეა პირლო.