ინიესტა „ბარსელონას" ტოვებს [ვიდეო]
ინიესტა „ბარსელონას" ტოვებს [ვიდეო]

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა, რომ კატალონურ კლუბს ტოვებს. მიმდინარე სეზონი 33 წლის ესპანელისთვის “ბარსელონას” შემადგენლობაში ბოლო იქნება.

“ეს ჩემი ბოლო სეზონია”, – განაცხადა ინიესტამ. – ”ამ გადაწყვეტილებაზე დიდი ხანი ვფიქრობდი. ჩემთვის “ბარსელონა” საუკეთესო კლუბია მსოფლიოში. მან ყველაფერი მომცა”.

პრესკონფერენციის დროს, ინიესტამ ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა.

მომდევნო სამ სეზონს ესპანელი ჩინეთის სუპერლიგაში მოასპარეზე “ჩუნცინ ლიფანის” შემადგენლობაში გაატარებს.

ინიესტა “ბარსელონაში” 2002 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში 31 ტიტული მოიპოვა