ინგუშეთის დედაქალაქში აქცია შეწყდა
ინგუშეთის დედაქალაქში აქცია შეწყდა

​ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში დემონსტრანტებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. საპროტესტო გამოსვლები 31 ოქტომბერს განახლდება და 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. მაგასში საპროტესტო აქციები ორი კვირის განმავლობაში იმართებოდა. ინგუშეთსა და ჩეჩნეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დამტკიცების ხელშეკრულების წინააღმდეგ სანქცირებული აქციის ვადა 17 ოქტომბერს ამოიწურა. აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლის, ახმედ ბარახოევის განცხადებით, მომიტინგეებმა გადაწყვიტეს, რომ კანონი არ დაერღვიათ და დროებით შეისვენებენ.

26 სექტემბერს, ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ლიდერებმა სასაზღვრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ინგუშეთის მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა.