ინგლისური პრესა - პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩება
ინგლისური პრესა - პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩება

დიდი ალბათობით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება.

ინგლისურ კლუბს დღემდე არ მიუღია ფრანგთან დაკავშირებით არცერთი ოფიციალური წინადადება. პოგბას შეძენა მადრიდის „რეალს“ სურდა, მაგრამ ის არ აფასებს ამ ფეხბურთელს იმ თანხად, რამდენსაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ ითხოვს. კერძოდ, მადრიდელები მზად არიან ფრანგში 110-130 მილიონი ევრო გადაიხადონ, ინგლისელები კი 26 წლის ნახევარმცველში დაახლოებით 190 მილიონის გამომუშავებას აპირებენ.

პოგბამ და მისმა აგენტმა მინო რაიოლამ ცოტა ხნის წინ საჯაროდ აღიარეს, რომ ფეხბურთელს „იუნაიტედის“ დატოვება სურს. ამიტომაც, თუ ფრანგი დარჩება კლუბში, მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სულშერი გასახდელში რთულ სიტუაციას მიიღებს. ამის შესახებ წერს გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian).

პოლ პოგბა 2016 წელს 105 მილიონად გადავიდა „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერში“. შარშან მან 35 მატჩი ჩაატარა ინგლისის ჩემპიონატში, 13 გოლი (9 პენალტით) გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.