ინგლისური პრესა - მანჩესტერ სიტი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხონ
ინგლისური პრესა - მანჩესტერ სიტი შესაძლოა ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხონ

​უეფამ, შესაძლოა, 2019-20 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან „მანჩესტერ სიტი“ გარიცხოს, – წერს გაზეთი The Guardian.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, უეფა ასეთ შესაძლებლობას იმ ინფორმაციის საფუძველზე განიხილავს, რომლიც ადრე Football Leaks-მა გაავრცელა. ინგლისურ კლუბს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან სპონსორული შემოსავლების თანხები ფიქტიურად გაზარდა, შესაბამისად, საკუთარი შემოსავალიც ხელოვნურად აამაღლა, რათა ფეხბურთელების შესაძენად მეტი ფულის დახარჯვის საშუალება ჰქონოდა.

ირკვევა, რომ „მანჩესტერ სიტის“ მფლობელი უშუალოდ საკუთარ თავზე იღებდა კლუბის დანახარჯების ნაწილს. ასევე ის „სიტის“ ოფიციალური დოკუმენტების გარეშე, საიდუმლოდ აფინანსებდა.